ხანძარი ღრმაღელის ქუჩაზე – დაშავებულია სახლის მეპატრონე

ღრმაღელის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სახლის მეპატრონე მძიმედ დაშავდა.
ცეცხლი თავდაპირველად ერთსართულიან , ბარაკული ტიპის სახლს გაუჩნდა. სახლის მეპატრონე დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ცეცხლი ახლომდებარე ბინებსაც მოედო და საბოლოოდ, 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა.
ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა გაზის გაჟონვამ გამოიწვია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები