გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა.
მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მიხეილ ჯანელიძის მოადგილეებად დაინიშნენ დავით ჯალაღანია, დავით დონდუა, ზვიად გონაძე, ხათუნა თოთლაძე, ვახტანგ მახარობლიშვილი, დავით ზალკალიანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ამ დროისთვის მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები არიან დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები