საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა სამშაბათს შედგება

საქართველოსთვის, უკრაინისთვის და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა სამშაბათს შედგება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის თემას აქტიურად აშუქებს, ტვიტერში დაწერა.
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი უფლებას აძლევს ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყანას შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, საიდანაც მიგრანტების რაოდენობა დასაშვებ რაოდენობას გადააჭარბებს.
სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებისთვის მთავარი პრობლემატური საკითხია. გასულ კვირას იოზვიაკმა ტვიტერში დაწერა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გაზაფხულამდე ვერ შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები