გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის განხილვა დაჩქარებულად არ უნდა მოხდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის განხილვა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე დაჩქარებულად არ უნდა მოხდეს. მისი განცხადებით, საკითხის განხილვა საყურადღებოა კონფლიქტურ თემებთან მიმართებაში და სიფრთხილეს საჭიროებს.
„ჩვენ შეგვეძლო ოკუპაციის კანონის მიღება საკმაოდ ადვილად, მაგრამ არის თემები, როლებზეც ბჭობა უნდა გაგრძელდეს. სასწრაფოდ და გადაუდებლად არ უნდა განვიხილოთ, რომ არ დავაზიანოთ საქართველოს ინტერესი და ამავე დროს გავაცოცხლოთ მკვდარ წერტილზე გაყინული ვითარება. მხედველობაში მაქვს კონფლიქტური თემის ტრანსფორმირების საკითხი. ამ საკითხზე ბევრი შეკითხვები წარმოიშვა და ამიტომ ამ კანონის ფორსირება არ გავაკეთეთ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს. შესაბამისი გადაწყვეტილება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები