„ქართულ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პოროშენკომ სააკაშვილს დიდი გასამრჯელოს სანაცვლოდ ოპოზიციონერის როლი შესთავაზა“

სააკაშვილის ოპოზიციაში გადასვლა არის პოროშენკოს დავალება, რათა სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს საპროტესტო ხმები წაართვას, – ამის შესახებ საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გოგავა გაზეთ “პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც გოგავა აღნიშნავს, დღევანდელი ელიტისთვის აუცილებელია მართული ოპოზიცია, რომელიც ხმებს წაართმევს ტიმოშენკოს.
„სააკაშვილის ოპოზიციაში გადასვლა არის პოროშენკოს დავალება, რათა სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს საპროტესტო ხმები წაართვას. გავიხსენოთ, ქართულ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოროშენკო ოდესას ეწვია და სწორედ მაშინ შესთავაზა სააკაშვილს ოპოზიციონერის როლი, რა თქმა უნდა, დიდი გასამრჯელოს სანაცვლოდ. აშკარაა, იმდენად დიდი გასამრჯელო შესთავაზეს, რომ მან განცხადებაც კი გააკეთა, რომ ქართული არჩევნების შედეგების მიუხედავად, არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, რითაც გააღიზიანა საკუთარი პარტიის ლიდერები.
ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდება საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ცენტრის კვლევა. ამ კვლევის მიხედვით პოპულარობით ტიმოშენკომ გაუსწრო პოროშენკოს. ამდენად, დღევანდელი ელიტისთვის აუცილებელია მართული ოპოზიცია, რომელიც ხმებს წაართმევს ტიმოშენკოს“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები