იოჰანეს ჰანი: დიდი იმედი მაქვს, პარლამენტი და ევროპული საბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებენ

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ პარლამენტი და ევროპული საბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებენ.
როგორც ჰანმა „მოამბეს” ბრიუსელში განუცხადა, დროებითი შეჩერების მექანიზმი წინაპირობაა ვიზალიბერალიზაციისთვის.
„მე ყოველთვის ოპტიმისტი ვარ. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს მივაღწიეთ. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ პარლამენტი და ევროპული საბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებს. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, დროებითი შეჩერების მექანიზმი წინაპირობაა ვიზალიბერალიზაციისთვის. შეთანხმების შემდეგ ტექნიკური მხარე დარჩება. შესაძლოა, პარლამენტში კენჭისყრა თებერვალში ან მარტში შედგეს. დაგვჭირდება დრო გადაწყვეტილების აღსასრულებლად და დოკუმენტების თარგმანი, რასაც დაახლოებით ერთი ან ორი თვე დასჭირდება“,- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პარტნიორობის ფორუმი გაიმართა, სადაც ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისარმა სიტყვით გამოსვლისასაც ისაუბრა. ფორუმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები