თეა წულუკიანი: ოკუპაციის კანონი ჩვენს ქვეყანაში რომ აუცილებელია, ფაქტია

„ოკუპაციის შესახებ კანონს მთავრობა მხარს უჭერს. ოკუპაციის კანონი ჩვენს ქვეყანაში რომ აუცილებელია და ის უნდა არსებობდეს, ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, კანონი ზოგიერთ მუხლში საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა ადამიანის უფლებები უკეთესად იყოს დაცული.
„რაც შეეხება თვითონ არსებული კანონის დახვეწას, მეც ბევრჯერ მითქვამს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი ზოგიერთ მუხლში საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა სხვებს შორის, ადამიანის უფლებები უკეთესად იყოს დაცული და ხალხებს შორის ურთიერთობები იყოს გაადვილებული, რადგან ჩვენ ერთ დღეს, როდესაც დაგვიდგება დრო, რომ უნდა გავაერთიანოთ საქართველო, ტერიტორიები უნდა გაერთიანდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს ხალხი და ჩვენ, პირველ რიგში, ხალხი უნდა დავიბრუნოთ, მასთან ურთიერთობები აღვადგინოთ და ამაში კანონმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები