პარლამენტმა წინა მოწვევის პარლამენტში დაწყებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა შეაჩერა

საქართველოს პარლამენტმა VIII მოწვევის პარლამენტში დაწყებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიღო.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გადაწყვეტილია, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ერთიანად, საკონსტიტუციო კომისიაში იყოს განხილული და პარლამენტმა იმ პროექტზე იმუშაოს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადდება.
„ერთიანი სისტემური მიდგომა უნდა არსებობდეს და არ უნდა მოხდეს საკითხის ფრაგმენტული განხილვა. ასეთივე მიდგომა უნდა იყოს საარჩევნო კოდექსში შესაძლო ცვლილებებზეც. საარჩევნო საკითხზე მომუშავე ჯგუფმა უნდა განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც საარჩევნო კოდექსს ეხება”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები