„საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის“ შესახებ შეთანხმება რატიფიცირებისათვის პლენარულ სხდომაზე გავა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარდგენილი „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“ შეთანხმება განიხილეს.
მომხსენებლის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის, ნანა ბერიძის ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულება ჩარჩო შეთანხმებას წარმოადგენს, რომლის ანალოგიც საქართველოს 17 სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, ევროკავშირის და ნატოს წევრ სახელმწიფოებთან აქვს გაფორმებული.
მისივე განცხადებით, შეთანხმების რატიფიცირება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის სანდო და ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და საქართველოს ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას კიდევ უფრო განამტკიცებს.
რატიფიცირებისათვის შეთანხმების პლენარულ სხდომაზე გატანას კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები