„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა შეჩერდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე VIII მოწვევის პარლამენტში კომიტეტში შესული კანონპროექტების შემდგომი განხილვის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ კომიტეტის წევრებს სამი საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა და მათი შინაარსი გააცნო. განხილვის შედეგად წარმოდგენილი სამი პროექტიდან შემდგომი გაგრძელების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება კენჭისყრით მხოლოდ ერთ პროექტზე იქნა მიღებული, რომელიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანას წარმოადგენს.
რაც შეეხება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო პოლიციის შესახებ“ კანონპროექტებით შემოთავაზებულ ცვლილებებს, კომიტეტის გადაწყვეტილებით, IX მოწვევის პარლამენტში მათზე მსჯელობა აღარ გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები