ე.წ. სამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა პენსიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში აცნობეს.
შეთანხმებას მოსკოვში ხელი მოაწერეს ეწ. სამხრეთ ოსეთის „ვიცე-პრემიერმა“ ერიკ ფუხაევმა და რუსეთის შრომის და სოციალური დაცვის მინისტრმა მაქსიმ ტოპოლინმა.
ამჟამად ე.წ.სამხრეთ ოსეთში რუსეთის 600-მდე მოქალაქე ცხოვრობს. მათ რუსეთის მოქალაქის პასპორტი აქვთ, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე3 რეგისტრაციის ადგილი არ გააჩნიათ.
შეთანხმების მიხედვით, ამ პირების პენსიამ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის პენსიის ოდენობას უნდა გაუტოლდეს, ანუ პენსიას გარდა ეს ადამიანები დანამატსაც მიიღებენ.