ექიმი-პარაზიტოლოგი – ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის 60% პარაზიტებით არის დაავადებული

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის 60% პარაზიტებით არის დაავადებული. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკსექიმმა-პარაზიტოლოგმა ვალენტინა ზაიცევამ განუცხადა.
მისი თქმით, პარაზიტების გავრცელებას აფხაზეთის ჰავა ხელს უწყობს. დაავადებულია მეტწილად სოფელში მცხოვრები მოსახლეობა და ბავშვები. ეს, ძირითადად, ენტერობიოზი და ჰიმენოლეპიდოზი არის.
მისივე განცხადებით, დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია ჰიგიენის ნორმების უხეში დარღვევა – გაურეცხავი ხილის, ბოსტნეულის და მწვანილის მოხმარება. ექიმი ამბობს, რომ პარაზიტების წინააღმდეგ ადამის იმუნიტეტი უძლურია და აცრა არ არსებობს. პარაზიტები სახეს იცვლიან ვირუსის გრიპის მსგავსად და ამიტომ ადამიანი შეიძლება ამით ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ დაავადდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები