ლანჩხუთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – მამაკაცი მეზობელმა დანით მოკლა

სამართალდამცავებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. 45 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაკავებული პირი ამავე სოფლის მკვიდრია.
გავრცელებული ინფორმაციით, 45-წლამდე მამაკაცის ცხედარი დღეს დილით სოფელის ერთ-ერთ უბანში იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს დანით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. მკვლელობა გუშინ საღამოს თანასოფლელების ქეიფის შემდეგ მოხდა. დანაშაულს წინ, თანასოფლელებს შორის ინციდენტი უძღოდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები