ირაკლი შოთაძე: სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით ეფექტურია

სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით ეფექტურია,- ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ასეთ საქმეებზე მუშაობა პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
“სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაულებების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. მოხდა ჩვენი თანამშრომლების გადამზადება ამ მიმართულებით, რათა სისხლის სამართლებრივი დევნა მსგავს დანაშაულებებზე ჩვენი მხრიდან იყოს მაქსიმალურად ეფექტური. გამოცემულია შესაბამისი რეკომენდაცია. სტატისტიკური მონაცემებით, წინა წლებთან შედარებით ჩვენი ბრძოლა გაცილებით ეფექტურია ამ მიმართულებით“, – აღნიშნა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები