სერბეთში სამხედროების საპროტესტო აქცია გაიმართა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პირველად ქვეყნის ისტორიაში სამხედროების საპროტესტო აქცია გაიმართა. სამხედროები დაბალ ხელფასებს და ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სამხედროების დემონსტრაციაში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.  სამხედროების პროფკავშირში აცხადებენ, რომ მათი 75% საშუალოზე უფრო დაბალ ხელფასს იღებს.
სამხედროების პროტესტი თავდაცვის მინისტრმა ზორან ჯორჯევიჩმა გააკრიტიკა. მისი თქმით, აქციაში 200 მოქმედი სამხედრო მონაწილეობდა. საპროტესტო გამოსვლების დანარჩენი მონაწილეები შეიარაღებულ ძალებში არ ირიცხებიან.
სერბეთის არმია 2011 წელს მთლიანად პროფესიული გახდა. ამჟამად აქ 30 ათასი ადამიანი მსახურობს.
2016 წელს სერბეთის შეიარაღებული ძალები ათასამდე ადამიანმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები