ყაზბეგის გამზირზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს და მას პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები