Lufthansa-ს პილოტები გაფიცვის გაგრძელებას აპირებენ

ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტები სამშაბათსა და ოთხშაბათს გაფიცვის გაგრძელებას აპირებენ. ეს გადაწყვეტილება მათ იმის გამო მიიღეს, რომ ხელფასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.
Lufthansa-ს პილოტები ხელფასის 20%-ით გაზრდას მოითხოვენ, ვინაიდან მათი ხელფასი  ხუთი წლის განმავლობაში არ გაზრდილა. თავის მხრივ, ავიაკომპანია ამ მოთხოვნებს დაუსაბუთებელს უწოდებს.
გასულ კვირას პილოტების გაფიცვის გამო  ავიაკომპანიამ 2 800 ავიარეისი გააუქმა, რაც 350 ათას ადამიანს შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები