თურქეთში „ბი-ბი-სი“-სა და „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები დააკავეს

თურქეთის ქალაქ შირვანში „ბი-ბი-სი-ს თურქეთის ბიუროს ჟურნალისტი ჰატის კამერი, დიარბარქირში კი რადიო „ამერიკის ხმის“ თანამშრომელი ჰაჯან ფარგინი დააკავეს.
როგორც Associated Press წერს, ჟურნალისტებისთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების დაკავება შესაძლოა, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში, მიმდინარე წლის 15 ივლისის ღამეს დაიწყო, როდესაც თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით გადაკეტა ბოსფორის ხიდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები