ჯარიაშენიდან გატაცებული ახალგაზრდა თანხის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენიდან გატაცებული 18 წლის მიხეილ ხუბულაშვილი ოკუპანტებმა მოლაპარაკებების შედეგად, ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს. ინფორმაცია “კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
გორის მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი მკვიდრი, მიხეილ ხუბულაშვილი ოკუპანტებმა დღეს გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, მიხეილ ხუბულაშვილის გატაცება სოფელ ჯარიაშენიდან ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის მიხეილ ხუბულაშვილი დღეს, იმ დროს დააკავეს, როცა იგი ე.წ. საზღვართან ახლოს გადაადგილდებოდა.