სომალის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმას პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ.
აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, შემთხვევის ადგილთან ახლოს სომალის პრეზიდენტის კორტეჟმა ჩაიარა, თუმცა უცნობია, იყო თუ არა ის ტერაქტის სამიზნე.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით, დანაღმული მანქანა დისტანციურად ააფეთქეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები