ოკუპანტებმა ჯარიაშენიდან 18 წლის ახალგაზრდა გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენიდან ადგილობრივი მკვიდრი,18 წლის მამაკაცი გაიტაცეს.
ახალგაზრდა მამაკაცის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვართან ახლოს გადაადგილდებოდა.
მომხდარის შესახებ ადგილობრივებმა შესაბამის უწყებებს უკვე აცნობეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები