„არიან ოპოზიციონერები, რომ უთხრა ადამიანის ფიზიოლოგიური პულსი 75-ია, ამას დისკრიმინაციულად ჩათვლიან და არ დაეთანხმებიან“

არიან ოპოზიციონერები, რომ უთხრა ადამიანის ფიზიოლოგიური პულსი 75-ია, ამას დისკრიმინაციულად ჩათვლიან და არ დაეთანხმებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
სერგეენკოს თქმით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში პარლამენტში არაერთხელ მოხდა იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რაც ხელისუფლებას აქვს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ამ დღეების განმავლობაში ძალიან კარგად ჩამოაყალიბა მთავარი პრიორიტეტები. ჯანდაცვას რაც შეეხება, ეს იქნება ის მთავარი გამოწვევა, რაც არის დარჩენილი, მედიკამენტებზე მიღწევადობის გაზრდა, ხარისხზე და ფასწარმოქმნაზე ზემოქმედების სისტემების შექმნა. რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციის ნაწილს არ აქვს პოზიტიური განწყობა დაეთანხმოს ამ პროგრამას, ამ ოთხი წლის მოკლე გამოცდილებამ ცალსახად გვაჩვენა, არიან ოპოზიციონერები, რომ უთხრა ადამიანის ფიზიოლოგიური პულსი 75-ია, ამას დისკრიმინაციულად ჩათვლიან და არ დაეთანხმებიან. გადაწყვეტილებას მაინც იღებს უმრავლესობა“, – აღნიშნა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები