კახა კალაძე: ჩვენ შეგვეძლება ზედმეტი ელექტროენერგია გავიტანოთ თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში

„ჩვენ შეგვეძლება ზედმეტი ელექტროენერგია გავიტანოთ თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში“, – ამის შესახებ კალაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
„ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ მომავალ წლებში შევძლებთ და ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი. მეტიც, როდესაც დავაკმაყოფილებთ შიდა მოთხოვნებს, ჩვენ შეგვეძლება ზედმეტი ელექტროენერგია გავიტანოთ თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სტრატეგიული მნიშვნელობისაა მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი, რომლის განხორციელების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, ხოლო 2017 წელს ორი დამატებითი ჭაბურღილის გაკეთება იგეგმება, რის შემდეგაც კონკრეტულად გადაწყდება, რა მოცულობის ბუნებრივი აირის ჩაჭირხვნა იქნება შესაძლებელი აღნიშნულ ობიექტზე.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2017-2018 წლებისთვის დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ის 2020 წლისთვის დასრულდება“, – დასძინა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები