დიმიტრი ქუმსიშვილი: დედოლარიზაციის მიმართულებით ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, იმ სირთულის შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც აღმოჩნდა მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც სესხი აშშ დოლარში ჰქონდა აღებული.
„ჩვენი მოსახლეობის ნაწილს იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები ჰქონდა უცხოურ ვალუტაში. სამწუხაროდ, მათი განკარგვადი შემოსავალი შემცირდა, რადგან ისინი გაცილებით მეტ თანხას იხდიან, ვიდრე იმ შემთხვევაში, სესხები ლარში რომ ყოფილიყო გაცემული. დედოლარიზაციის მიმართულებით, ჩვენ, ეროვნულ ბანკთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, ნაბიჯები ორი მიმართულებით იქნება გადადგმული.
„პირველი, შემსუბუქდება სოციალური წნეხი, რათა მათი განკარგვადი შემოსავალი გაუმჯობესდეს და მეორეც, საქართველოს ეკონომიკაში გაცემული სესხების უდიდესი ნაწილი ლარში გაიცეს და ამით სავალუტო რისკი რაც შეიძლება ნაკლები იყოს“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები