გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობას პრივილეგიად არ მიიჩნევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას პრივილეგიად არ მიიჩნევს.
როგორ კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველა გადაწყვეტილება ხალხის სასარგებლოდ და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისთვის იქნება მიღებული.
“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა, თუმცა ჩვენა ამას როგორც პრივილეგიას არ მივიჩნევთ. ჩვენთვის ეს უდიდესი შესაძლებლობაა, ქვეყნის განვითარებისთვის სწრაფი გადაწყვეტილებები მივიღოთ, და ამავე დროს, ეს არის უდიდესი ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველას და ფართო კონსესუსის საფუძველზე მივიღოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები