„უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის“

“უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი, აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს შორის”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხების განსახილველად საჭიროა, შეიქმნას როგორც საპარლამენტო, ასევე შერეული ფორმატები.
„შერიგების პოლიტიკა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რა მიმართულებითაც ჩვენ ვგეგმავთ, რომ უფრო აქტიური და თამამი ნაბიჯები გადავდგათ, რათა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი, აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ადამიანებს შორის უკეთესი ურთიერთობების გავლით, შევქმნათ წინაპირობები კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირებისთვის.
ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული ნაბიჯები დაგეგმილი, ეს ფორმატი არ ითვალისწინებს ასეთი კონკრეტიკის განხილვას და მე მოხარული ვიქნები, რომ შევქმნათ როგორც საპარლამენტო, ასევე შერეული ფორმატები იმისათვის, რომ ეს ნაბიჯები იქნას განხილული, მაგრამ ერთი რამ ცხადია – სტატუსკვო, რუტინა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, არ იძლევა საშუალებას, მნიშვნელოვანი ცვლილებები მივიღოთ ამ მიმართულებით, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ადამიანებს შორის ურთიერთობა დავათბოთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები