„არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტთან მიმართებაში“

“არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებაში”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო რუსეთთან მიმართებაში დეესკალაციის პროცესს გააგრძელებს.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობები და ჩვენ გავაგრძელებთ დეესკალაციის პროცესს რუსეთთან მიმართებაში. არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ფეხდაფეხ გავაუმჯობესოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, შევქმნათ წინაპირობები პრობლემების გრძელვადიანი მოგვარებისთვის. მინიმუმ, მოვახდინოთ ნეიტრალიზება იმ რისკების, რომლებიც არსებობს რეგიონში, ჩვენი ოკუპაციის პრობლემებიდან გამომდინარე და შევქმნათ საკმარისი სტაბილურობა იმისათვის, რომ ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა შესაძლებელი გახდეს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, დეოკუპაციის პოლიტიკა, არაღიარების პოლიტიკა რჩება ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედად და ამ მიმართულებით ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორმატს, ყველა პლატფორმას, რა შესაძლებლობებიც დღეს არსებობს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები