ლეონიდ თიბილოვი 2017 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტის” არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ 2017 წლის გაზაფხულზე ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ თიბილოვმა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ მოსახლეობის ნდობით ვსარგებლობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის კვლავაც დავიმსახუროთ. არჩევნებზე საკმაოდ დამაჯერებლად მივდივართ და მე იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდებიც მხარს დამიჭერენ ამაში” – განაცხადა თიბილოვმა.
ლეონიდ თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ თანამდებობას 2012 წლის 19 აპრილიდან იკავებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითიც აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები