კოსტა-რიკაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

კოსტა-რიკის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის მიზეზი შტორმოტოს“ შედეგად ცხრა ადამიანის დაღუპვა გახდა.
დაახლოებით 5,5 ათასი ადამიანი იძულებული იყო საკუთარი საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ. შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი წყალმა მთლიანად დაფარა.
კოსტა-რიკის გარდა, შტორმმა ნიკარაგუა და სალვადორიც დააზარალა.
სამივე ქვეყანაში შტორმის დროს დაიხურა სკოლები, გაუქმდა ასობით ავიარეისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები