პარიზში ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი დევიდ ჰემილტონი გარდაცვლილი იპოვეს

პარიზში სკანდალურად ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი დევიდ ჰემილტონი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
83 წლის ჰემილტონის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით მან თავი მოიკლა, ვინაიდან ცხედრის გვერდით წამლებია აღმოჩენილი.
დევიდ ჰემილტონი გასული საუკუნის 60-იან წლებში გახდა პოპულარული. ის შიშველ გოგონებს და ქალებს ფოტოებს უღებდა. ჰემილტონის შემოქმედება ყოველთვის იყო დისკუსიის საგანი, ვინაიდან კრიტიკოსთა ნაწილი მას ხელოვნებას, ნაწილი კი პორნოგრაფიას უწოდებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები