დავით სერგეენკო: ჯანდაცვის რეფორმის მთავარი მიმართულება ამბოლატორიულ მედიკამენტებზე წვდომის გაუმჯობესებაა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, დავით სერგეენკო ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების გატარების აუცილებლობას ხედავს. ამის შესახებ მან “მაესტროს” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
სერგეენკოს აზრით, “ჯანდაცვის სისტემაში ყოველთვის აუცილებელია რეფორმების გატარება, რადგან ამ სისტემას არ აქვს თვითშენარჩუნების უნარი. “თუ არ მოხდა მუდმივი გაუმჯობესება, მუდმივი რეფორმები, სისტემა აუცილებლად წავა დაქვეითებისაკენ”, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
მისივე აზრით, პირველი და ყველაზე მთავარი მიმართულებაა ამბოლატორიულ მედიკამენტებზე მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის წვდომის გაუმჯობესება. “ასევე, ორი მთავარი საყრდენი ჯანდაცვის – ხარისხი და რეალური ფასწარმოქმნის სისტემის დანერგვა.პირველი ნაწილი რეფორმისა, წარმატებით დავასრულეთ,ახლა ლოგიკურად დგება ამ ორი მთავარი რეფორმის დრო”,- თქვა მინისტრობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები