სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების სერიულ მკვლელს, დიდ ბრიტანეთში, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

დიდ ბრიტანეთში გეების სერიულ მკვლელს-სტივენ პორტს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
“სტივენ პორტი ციხეში უნდა მოკვდეს,“ – განაცხადა სასამართლო პროცესის ბოლოს მოსამართლე ჯასტინ ოპენშოუმ.
მსხვერპლთა ნათესავები სასამართლოს ვერდიქტს აპლოდისმენტებით შეხვდნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ სტივენ პორტი ახალგაზრდა მამაკაცებს სოციალურ ქსელებში პაემანს უნიშნავდა და, როდესაც ისინი სტუმრად მიდიოდნენ, სასმელში შხამს უმატებდა. პორტი 4 ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ამასთანავე პოლიცია ეჭვობს, რომ მისი მსხვერპლი სხვა პირები შეიძლებოდა გამხდარიყვნენ. ამჟამად ყველა ამ შემთხვევის გადამოწმება მიმდინარეობს.
15240247_10207340286697030_1269806211_n                                                           15240210_10207340286617028_423991302_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები