ბრიუსელში უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები გაზის ტრანსპორტირების საკითხზე მოლაპარაკებას გამართავენ

უკრაინა, რუსეთი და ევროკომისია გაზის ტრანსპორტირების საკითხზე ბრიუსელში მოლაპარაკებებს გამართავენ. მისი ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა უკრაინისთვის 4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდების მზადყოფნა გამოთქვა.
25 ნოემბერს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა „ნაფტოგაზმა“ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი შეაჩერა. ამ ხნის განმავლობაში უკრაინამ ევროპიდან 10,7 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები