პარიზის პროკურორი – ტერორისტები პირველ დეკემბერს პარიზში თავდასხმებს გეგმავდნენ

სტრასბურგსა და მარსელში დაკავებული ხუთი პირი „ისლამური სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებულები და ისინი 1-ელ დეკემბერს პარიზში თავდასხმებს გეგმავდნენ. ამის შესახებ პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლანმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგში ჩატარებული ჩხრეკების დროს ამოღებულია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ამ პირების დამაკავშირებელი მტკიცებულებები. ამ ადამიანებმა სირია ერაყის საზღვარზე ექსტრემისტების ხელმძღვანელებისგან დაშიფრული ინსტრუქციები მიიღეს.
ასევე პროკურორი აცხადებს, რომ დაკავებულები თავდასხმებს რამდენიმე ადგილას გეგმავდნენ და სამიზნეებად შერჩეული ჰქონდათ პარიზის დისნეილენდი და ელისეის მინდვრები.
პოლიციამ ეჭვმიტანილები რამდენიმე დღის წინ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები