სოჭში რუსი გენერალი დააკავეს

რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის გენერალი გენადი ლოპირევი სოჭში დააკავეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში აცნობეს. ლოპირევი კავკასიის რეგიონში რუსეთის დაცვის ფედერალურ სამსახურს ხელმძღვანელობს.
„შიდა შემოწმების შედეგად, მოქმედი კანონმდებლობის სერიოზული დარღვევის ფაქტები გამოვლინდა,“ – აცხადებენ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.
გენერლის დაკავებამდე შემოწმება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები