ირანში სარკინიგზო კატასტროფაში დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თავდაპირველად ინფორმაცია 5 დაღუპულის შესახებ გავრცელდა. ათობით ადამიანი დაშავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფა მოძრავი მატარებლის და ერთ-ერთ სადგურზე მდგარი შემადგენლობის შეჯახების შედეგად მოხდა. რელსებიდან გადავარდნის შემდეგ ორ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა.
ამჟამად სამაშველო სამუშაოები და კატასტროფის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები