პუტინი 22 დეკემბერს პრესკონფერენციას გამართავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 22 დეკემბერს პრესკონფერენციას გამართავს. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, 1-ელ დეკემბერს პუტინი რუსეთის პარლამენტს მიმართავს.
პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინმა პირველი პრესკონფერენცია 2001 წელს გამართა. ხანგრძლივობის მიხედვით, რეკორდული 2008 წლის პრესკონფერენცია იყო, რომელიც 4 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. მან 106 კითხვას უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები