სასამართლოში ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვა მიმდინარეობს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყანაში 2014 წელს მომხდარ მოვლენებზე კიევის სასამართლოს ვიდეოჩართვის მეშვეობით ჩვენებას აძლევს.
იანუკოვიჩი ამჟამად რუსეთში იმყოფება
კერძოდ, იანუკოვიჩი ჩვენებას აძლევს 2014 წელს კიევის ცენტრში დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ფაქტზე. მაშინ 100-მდე ადამიანი დაიღუპა. ის მოწმის სტატუსით იკითხება.
იანუკოვიჩს კითხვებს უსვამენ პროკურორები და სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი თანამშრომლების ადვოკატები. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იანუკოვიჩი უკრაინელ გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს.
დაკითხვის შემდეგ იანუკოვიჩი პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები