ერდოღანი, ევროკავშირს, არალეგალი მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნით ემუქრება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირს უკანონო მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნით ემუქრება. ეს განცხადება თურქეთის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების შეჩერებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა.
„თუ თქვენ უფრო შორს წახვალთ, ჩვენ საზღვრებს გავხსნით, ეს უნდა გაითვალისწინოთ”, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა არ შეასრულა ის დაპირებები, რაც მიგრაციული კრიზისის მოსაგვარებლად თურქეთს მისცა. ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე 3 მილიონი მიგრანტის შენახვა უწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები