Airbus-მა ახალი ავიალაინერი წარმოადგინა (ვიდეო)

კომპანია Airbus-მა ახალი ლაინერი წარმოადგინა. მან საჩვენებელი ფრენა ქალაქ ტულუზაში, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში განახორციელა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
A350-1000-ის სიგრძე 74 მეტრია. ეს შვიდი მეტრით მეტია, ვიდრე მის წინამორბედს – A350-900-ს. ახალმა ავიალაინერმა 4 საათი იფრინა. მას 366 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, რაც წინა მოდელის ავიალაინერზე 40 მგზავრით მეტია.
ახალი ლაინერის შექმნაზე 356 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მან კონკურენცია უნდა გაუწიოს „ბოინგ 777“-ს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები