მტკვარში სამხედრო მანქანა გადავარდა – დაღუპულია პირველი ქვეითი ბრიგადის მედდა

მცხეთის შესასვლელთან, ხიდიდან, პიკაპის ტიპის სამხედრო ავტომობილი მტკვარში გადავარდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია მედდა, ავტომობილში გარდაცვლილის გარდა, ორი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.
“კვირას” ინფორმაციით, დაღუპულიც და დაშავებულებიც პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროები არიან.
დაშავებულები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მომხდარს თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები