იაპონია რუსეთის მიერ კურილიის კუნძულებზე სარაკეტო კომპლექსების განთავსებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს

რუსეთის მიერ კურილის კუნძულებზე სარაკეტო კომპლექსების განთავსებას იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ სამწუხარო ფაქტი უწოდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„კურილის ეს ოთხი კუნძული იაპონიის ტერიტორიის ნაწილია. ჩვენ დიპლომატიური არხებით გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება სინანულს იწვევს“ – განაცხადა აბემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთმა კუნძულ იტურუპზე და კუნაშირზე სარაკეტო კომპლექსები „ბასტიონი“ და „ბალი“ განათავსა. კრემლში განაცხადეს, რომ რაკეტების განთავსება მოსკოვსა და ტოკიოს შორის ურთიერთობებს ხელი არ უნდა შეუშალოს და ეს გადაწყვეტილება ნაციონალური უსაფრთხოების გაძლიერების გამო იყო მიღებული.
ამასთანავე როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, სამხრეთ კურილის კუნძულები რუსეთის ტერიტორიის ნაწილია. კურილის ოთხი კუნძულის გამო რუსეთსა და იაპონიას შორის დღემდე სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები