ირანში მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. არიან დაღუპულები და დაშავებულები, ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება. სააგენტო „ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, სარკინიგზო კატასტროფას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. მათ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები