მექსიკის პოლიციამ გერეროს შტატში 17 სამარხი აღმოაჩინა

მექსიკის პოლიციამ გერეროს შტატში, რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე რთული კრიმინოგენული მდგომარეობაა, 17 სამარხი აღმოაჩინა. იქ 32 ცხედარი და 9 თავის ქალაა აღმოჩენილი. სამარხი სოფელ ზიტალის მახლობლად მდებარეობდა, სადაც ხშირად ხდება შეიარაღებული შეტაკებები რეგიონში მოქმედ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის.
პოლიციამ სამარხს ანონიმური ზარის შემდეგ მიაკვლია. მასთან ახლოს ცეცხლსასროლი იარაღის ცარიელი მჭიდები და მასრები, ასევე სამი ავტომობილია აღმოჩენილი.
ცნობისთვის, გერეროს შტატში მიმდინარე წელს დაახლოებით 1800 ადამიანი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები