რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა დეკემბრის დასაწყისში მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„რაულ ხაჯიმბა პირველ-ორ დეკემბერს სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრება. იქ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების ფართო სპექტრი იქნება განხილული“, – განუცხადეს „რია ნოვოსტის“ ხაჯიმბას პრესსამსახურში.
პუტინის და ხაჯიმბას წინა შეხვედრა 2016 წლის თებერვალში გაიმართა. რამდენიმე დღის წინ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შექმნის კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამ ფაქტმა დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები