ბრაზილიის პრეზიდენტი კორუფციაშია ბრალდებული

ბრაზილიის პრეზიდენტი მიშელ ტემერი მინისტრთა კაბინეტზე ზეწოლაში და კორუფციასთან კავშირშია ბრალდებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბრაზილიის ყოფილი კულტურის მინისტრი მარსელო კალერო აცხადებს, რომ ტემერმა მას სხვა მინისტრისთვის ბიზნესგარიგებაში დახმარება სთხოვა.
კალეროს ბრაზილიის ერთ-ერთ ისტორიულ ადგილას ელიტური საცხოვრებლის ასაშენებლად ნებართვის გაცემას სთხოვდნენ. საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას ცდილობდა მდივანი-პრეზიდენტის კანცელარიის სამთავრობო საკითხებში.
კულტურის ყოფილმა მინისტრმა ეს პროექტი დაბლოკა. კალერომ პოლიციას განუცხადა, რომ პრეზიდენტი და მინისტრი მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
მიშელ ტემერი ამ ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები