საფრანგეთში, მოხუცთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხუცთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, მოხუცთა ამ თავშესაფარში 60 ხანდაზმული მამაკაცი და ქალი ცხოვრობს. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს ტერაქტი.
„როიტერის“ ინფორმაციით, მოხუცთა თავშესაფარში მამაკაცი შეიჭრა, რომელიც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით იყო შეიარაღებული. მან მოხუცი ქალი დანით მოკლა.
თავდასხმის შემდეგ მოხუცთა თავშესაფრიდან ყველა ადამიანი ევაკუირებული იყო. ამჟამად თავდამსხმელის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები