ნეთანიაჰუ – ტყეში განზრახ ცეცხლის გაჩენა შეფასდება როგორც ტერორიზმი (ვიდეო)

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ დადგინდა, რომ ტყეში ხანძარი ძალით გააჩინეს, ეს შეფასდება როგორც ტერორიზმი. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება. 15211511_10207337901917412_2021216344_n
ქალაქ ჰაიფაში სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა უკვე აღმოაჩინეს სოციალურ ქსელებში ტყეში ხანძრის გაჩენისკენ მოწოდებები.
ხანძრის შედეგად, რომელიც ისრაელში მეოთხე დღეა მძვინვარებს, 60 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ იერუსალიმის მახლობლად ხანძრის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი ოთხი პალესტინელი დააკავა. უახლოეს მომავალში ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები