გორის რაიონში ავტომანქანა ორ ფეხით მოსიარულეს შეეჯახა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ფეხით მოსიარულე ორ ახალგაზრდა მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა.
ახალგაზრდებმა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღეს, ისინი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები