საქველმოქმედო საღამო – ცხინვალის მოსაზღვრე სოფლების ახალგაზრდების დასახმარებლად

27 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი აშშ-ში ანა ლეჟავა, „ფაბრიკა“  და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ „ფაბრიკაში“ (ე. ნინოშვილის ქ. 8) მართავენ საქველმოქმედო ღონისძიებას ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ბავშვების დასახმარებლად.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ისინი საღამოზე ელოდებიან ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს, წარმოდგენის ბილეთის საფასურის სანაცვლოდ, გაიღოს წიგნი, სათამაშო ან ტანსაცმელი.
ღონისძიების მხარდამჭერია კომპანია „თბილღვინო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები